The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით წერეთელი

დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1896
გარდაცვ. თარიღი:27 ოქტომბერი, 1980  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1929 წელს.

იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1918 წლიდან მონაწილეობდა ქართველ მხატვართა გამოფენებში. მხატვარ-დეკორატორად მუშაობდა ქართული დრამის თეატრში. ავტორია საინტერესო პეიზაჟებისა და პორტრეტებისა, ასევე ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების ამსახველი ფერწერული ტილოებისა: "გალაკტიონი" (1919), "ავტოპორტრეტი" (1922), "ქართლის ეტიუდი", "მწერალი ნ. ლორთქიფანიძე" (1923), "მხატვრის ქალიშვილი ნანი წერეთელი" (1947 - ყველა მხატვრის კუთვნილება) და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 306, თბ., 1987

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: