The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოსკარ შმერლინგი

ოსკარ შმერლინგი
Date of birth:1 July, 1863
Date of death:2 January, 1938  (at 74 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1884 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, 1891-1892წწ. მიუნხენში.

1893 წელს თბილისში დაბრუნდა. 1902-1918წწ. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი; 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იგი ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. 1901 წლიდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა "ცნობის ფურცლის" სურათებიან დამატებაში; თანამშრომლოდა ჟურნალებში: "ეშმაკის მათრახი“, "ტარტაროზი", "შურდული“, "ბზიკი", "ეშმაკის მხარე", "სოფლის ალიაქოთი" და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში. ხატავდა პეიზაჟებს, ბატალურ და ჟანრულ სურათებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ნახატები საბავშვო წიგნებისათვის (იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა"; "თავდადებულნი ქართველნი", 1895; "იავნანავ რა ჰქმნა", 1904; ზღაპრები, ქართველ ქალთა წრის გამოცემა, 1905 და სხვ.). 1930-იან წლებში შეასრულა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი აკვარელი ("მეზურნეები", "ორი ქალაქელი", "კერძო კუთვნილება" და სხვა). ის ქართულ ჟურნალისტიკას 40 წელი ემსახურა. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 13, თბ., 1987


Share: