The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ქართველიშვილი

თენგიზ ქართველიშვილი
Date of birth:18 October, 1945  (79 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლა 1969 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1974 წელს.

1973-1975წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, მხატვარ-დეკორატორი; 1975-1978წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სახალხო თეატრის და ანსამბლ "გორდელას" მთავარი მხატვარი; გაფორმებული აქვს თეატრალური სპექტაკლები; 1978-1980წწ. შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ექსპოზიციის განყოფილების გამგე; 1980 წლიდან ამავე მუზეუმის სექტორის გამგე, მთავარი მხატვარი. წლების მანძილზე მონაწილეობს როგორც რესპუბლიკურ ასევე საკავშირო გამოფენებში. გამოცემული აქვს 300-ზე მეტი პლაკატი, მოაწყო 8 პერსონალური გამოფენა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი; ეროვნული გალერეა; სამხატვრო ფონდი; მირზაანი, ფიროსმანის სახლ-მუზეუმი; ცაგერის მუზეუმი; არმანდ ხამერის მუზეუმი, აშშ; კოსმოსის ცენტრი, ვაშინგტონი, აშშ; ავსტრია; მოცარტის სახლ-მუზეუმი, ზალცბურგი; ლეონ კატცის მუზეუმი, კანადა; მოსკოვის სამხატვრო ფონდი; კერძო კოლექციები (პოლონეთი, საბერძნეთი, ბელგია, თურქეთი, იზრაელი, გერმანია, ფინეთი, ჩილე, ირანი, კვიპროსი, ლატვია). წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის მიღებული აქვს წლის საუკეთესო მხატვრის წოდება (1983), არის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პირველი ხარისხის პრემიისა და დიპლომის მფლობელი (2002).

წყარო: თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.310

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების მედალი
  • 2001 - ღირსების მედალი

Share: