The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგლა ფირცხალავა

გიგლა ფირცხალავა
ოფიციალური სახელი:გიორგი ფირცხალავა
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:4 ივნისი, 1983  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1950 წელს.

1941-1942წწ. წლებში პოლიტიკური კარიკატურების ბეჭდვა დაიწყო ჟურნალ "ნიანგში", აგრეთვე ფრონტულ ფურცლებში "კომუნისტი" და "ლახვარი"; 1950-1966წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში; 1967 წლიდან - თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1952 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ "კროკოდილში". მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია საღი იუმორი, მაღალპროფესიული ოსტატობა. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა მახვილგონივრულმა კარიკატურებმა, მეგობრულმა შარჟებმა ("ყვავილების მოყვარული", 1960; "ბულდოგის შექმნა", "არც ახლა იყიდი იატაკსაწმენდს?!", ორივე 1961; "გაიცანით, ჩემი მეორე ნახევარი", 1954 და სხვა). ავტორია საინტერესო სკულპტურული პორტრეტებისა ("მოჭიდავე დავით ციმაკურიძის პორტრეტი", ბრინჯაო, 1953; "მოჭიდავე გივი კარტოზიას პორტრეტი", ბრინჯაო, 1956; "სტუდენტი გოგონას პოტრტრეტი", ბრინჯაო, 1961), ფერწერული ტილოებისა ("სოხუმი", 1945, "ჩაქვი, ჩაის პლანტაცია", 1945; ა. სალუქვაძის პორტრეტი, 1973 ყველა - მხატვრის კუთვნილება). მისი კარიკატურების კრებულები დაიბეჭდა თბილისსა (1967, 1971) და მოსკოვში (1968, 1982). ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. 10.-თბ., 1986.-გვ.332; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: