The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ სიგუა

თენგიზ სიგუა
Date of birth:9 November, 1934
Date of death:21 January, 2020  (at 85 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: დაბა ლენტეხი, ლენტეხის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით 1957 წელს და ასპირანტურა 1962 წელს.

1957-1958წწ. შავი მეტალურგიის სამიონისტროს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მეაირე; 1958-1959წწ. შავი მეტალურგიის სამინისტროს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის უფროსი მეაირე; 1962-1963წწ. საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, ინჟინერ-მეტალურგი; 1963-1965წწ. საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის მეტალურგიული ინსტიტუტის უფროსი ინჟინერი; 1965-1967წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსიტუტის უმცროსი მეცნიერი; 1967-1973წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1973-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის პირომეტალურგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1980-1989წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1989-1990წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თვმჯდომარე; საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის - პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი (1992); 1992 წ. საქართველოს პარლამენტის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №4.22 მარნეულის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1992 წლის 8 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი, ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორი (1988).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.827-828; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი .- თბ.-2015.-გვ. 311; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge

Member of Organizations

  • რუსთაველის საზოგადოება, თავმჯდომარე (1990-1998)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1992)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი (1992-1993)
  • საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, თავმჯდომარე (1990-1991)

Share: