The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ იოსელიანი

ავთანდილ იოსელიანი
Date of birth:21 November, 1910
Date of death:1991  (at 80 years)
Category:Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გვიშტიბი, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1935 წელს. 1937 წელს სწავლა განაგრძო ასპირანტურაში აკადემიკოს ივ. ჯავახიშვილის ხელმძღეაელობით.

1937 წლიდან მუშაობდა ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტში (ენიმკი). ამავე პერიოდში კითხულობდა ლექციებს  თსუ-ში, მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1941 წელს დაიცეა დისერტაცია და გახდა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, კითხულობდა ლექციუბს ბათუმისა და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. შემდგომში მუშაობდა ისტორიის მუზეუმში, სამამულო ომის ისტორიის შემსწავლელ კომისიაში. 1961-1965 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის საბჭოთა პერიოდის განყოფილებას. 1965 წლიდან მუშაობას იწყებს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-მუშაკად და თსუ-ში იკვლევს ძველი კოლხეთის, XVII-XIX სს. საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ისტორიას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, საზოგადოებრივი აზრისა და ისტორიის ქრონოლოგიის საკითხებს. 1960 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საქართველოს მონაწილეობის შესახებ საბჭოთა კაეშირის დიდ სამამულო ომში. მის მიერ ნაყოფიერი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები აისახა გამოქვეყნებულ 150-მდე მეცნიერულ ნაშრომში, მათ შორის 15 წიგნსა და მონოგრაფიაში. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1960 წელი), პროფესორი (1964 წელი).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 203; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.336;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 50-51

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1939-)

Awards and Honors

  • 1974 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • მედალი "1941-I945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯეების 40 წელი"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • ომისა და შრომის ვეტერანი

Bibliography


Share: