The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ II (ქართლის მეფე)

დაბადების თარიღი:1619
გარდაცვ. თარიღი:1631  (12 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის ხანი (ქართული წყაროებით — მეფე) ირანში გაზრდილი, მაჰმადიანი, ბაგრატ VII-ის (ბაგრატ-ხანი) ძე. მცირეწლოვანი სიმონ II ქართლის ხანად დანიშნა ირანის შაჰმა აბას I-მა და მრჩევლად დაუყენა გიორგი სააკაძე, რომელიც ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი გახდა. 1625 წლის მარტში, გიორგი სააკაძის მეთაურობით ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს, სიმონ II ყიზილბაშებთან ერთად თბილისიდან გაიქცა და აღჯაყალის ციხეში (ახლანდელი მარნეულის რაიონი) ჩაიკეტა; ქართლ-კახეთში თეიმურაზ I გამეფდა. მარაბდის ბრძოლის (1625 წლის ივლისი) შემდეგ შაჰმა სიმონ II აღადგინა ქართლის ხანად, მაგრამ მისი ხელისუფლება მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა, ქართლის დანარჩენ ნაწილს თეიმურაზ I ფლობდა. ბაზალეთის ბრძოლის (1626) შემდეგ ხელისუფლებისათვის ბრძოლაში თეიმურაზ I შეუთანხმდა ზურაბ არაგვის ერისთავს და მოაკვლევინა სიმონ II.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.830; http://ka.wikipedia.org/wiki/სიმონ_II


გააზიარე: