The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ ზედგინიძე

დაბადების თარიღი:8 ოქტომბერი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახლანდელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტი 1967 წელს.

1974–1982 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-ეკონომიკის, ხოლო შემდეგ სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტებზე. 1982 წლიდან იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი) სატყეო ეკონომიკის, ორგანიზაციისა და ტაქსაცია-ტყეთმოწყობის კათედრის თანამშრომელი, პროფესორი (1993 წლიდან), 2006 წლიდან კი ამავე უნივერსიტეტის სატყეო დეპარტამენტის პროფესორი. მისი კვლევის ძირითადი სფეროა სატყეო და სოფლის მეურნეობის დარგების ინტეგრაციის განვითარების ძირითადი მიმართულებები საბაზრო ეკონომიკის პირობებში. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. ეკონომიკის მეცნიერებათაქ დოქტორი (1990), პროფესორი (1993).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.336

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: