The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ზედგინიძე

დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:1 დეკემბერი, 1994  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბალანთა, ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ლიტერატურის ფაკულტეტიტი 1953 წელს.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1940 წლიდან აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს ჟურნალ-გაზეთებში. მისი მთავარი ნაწარმოებია ისტორიული რომანი "დედის ტაძარი" (1969, 1981), რომელშიც ასახულია XVII საუკუნის მესხეთ-ჯავახეთის ვითარება. გიორგი ზედგენიძე ავტორია აგრეთვე კრებულისა "მოთხრობები" (1976), ისტორიული პიესისა "მანუჩარ ჯაყელი" და სხვ. მისი სამეცნიერო ნაშრომები სამხრეთ საქართველოს ისტორიულ მოვლენებზე სისტემატურად ქვეყნდებოდა სამეცნიერო ჟურნალებში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.336

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: