შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიაუში![]()
ბიოგრაფიაXVI საუკუნის ქართველი მხატვარ-მინიატიურისტი. მოღვაწეობდა ირანში, შაჰ-თამაზის კარზე. ჩვენამდე მოაღწია მისმა 2 მინიატიურამ. პირველზე შავარდენია გამოსახული (არშიაზე სპარსული წარწერაა — "სიაუშის ხელობა", ინახება პეტერბურგის მ. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში), მეორე ნადირობის სცენას გამოსახავს (დაცულია პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში). სიაუშის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საყურადღებო ცნობებს გვაწვდის XVI საუკუნის დასასრულისა - XVII საუკუნის დასაწყისის ირანელი ისტორიკოსის ისქანდერ მუნშის თხზულება: "ქვეყნის დამამშვენებელი ისტორია აბასისა". წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 320, თბ., 1985; http://ka.wikipedia.org/wiki/სიაუში
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |