The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ სლოვინსკი

ნიკოლოზ სლოვინსკი
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:1989  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1928 წელს.

1928 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკურ და საინჟინრო ნაგებობათა ინსტიტუტებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას; მისი უშუალო მონაწილეობით აიგო ხიდები დონზე, თერგზე, ლიახვზე, მტკვარზე (ჩელიუსკინელთა სახელობის ხიდი-ახლანდელი თამარ მეფის ხიდი), თბილისის სანაპიროები, რეკონსტრუირებულია თბილისის ძირითადი მაგისტრალები, მოედნები და სხვა. ხიდთმშენებელი, ტექნიკური მეცნიერების დოქტორი (1976). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები,  სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია (1976) ხიდთმშენებლობაში ახალი ტიპის კონსტრუქციების გამოყენებისათვის.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.439;  საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.514

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1945-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: