შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ზედგინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჟენევა, შვეიცარია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. 1931–1932 წლებში მონაწილეობდა ექსპედიციაში ყინულმჭრელ "მალიგინზე". 1932–1934 წლებში იყო ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში არქტიკის შემსწავლელი და კოლიმის მეორე პოლარული ექსპედიციების ექიმი, ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი სამეცნიერო გამოკვლევები, რომლებიც ეხებოდა ჩუკოტკის ერთ-ერთი რაიონის მოსახლეობის სტატისტიკის შესწავლას, პოლარულ ფსიქოზს და ჰაისბეკის დაავადებისა და სურავანდის შერწყმის იშვიათ შემთხვევას. არქტიკაში ყოფნის დროს ასრულებდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დავალებებსაც, აგროვებდა კოლექციებსა და სხვ. გიორგი ზედგინიძე იყო II მსოფლიო ომის მონაწილე. არმიიდან დაბრუნების შემდეგ (1951წლიდან) მუშაობდა თბილისის კურორტოლოგიის ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალში, სადაც ხელმძღვანელობდა ნევროლოგიურ განყოფილებას და ასრულებდა დირექტორის მოადგილის მოვალეობას სამეცნიერო დარგში. აქ მან შექმნა ბავშვთა პოლიომიელიტის განყოფილება, შეიმუშავა პოლიომიელიტგადატანილ ბავშვთა მკურნალობის მაჩვენებლები და მეთოდიკა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სამუშაო კუნთების პროგრესული დისტროფიისა და ნერვული სისტემის ორგანულ დაავადებათა ბალნეოთერაპიის ხაზით. 1958 წლიდან იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. იკვლევდა ნერვულ დაავადებათა ეპიდემიოლოგიას, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევას და ეპილეფსიას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966), ნევროპათოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.336 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |