შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელიზბარ ზედგენიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1910–1917 წლებში სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, 1927–1931 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1928–1929 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ორგანიზატორი და პირველი დირექტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1923 წელს, როდესაც გაზეთ "სპარტაკსა" და ჟურნალ "მომავალში" გამოაქვეყნა მოთხრობები. მოთხრობათა პირველი წიგნი "ვერცხლის ქამარი" 1927 წელს გამოიცა. მას მოჰყვა წიგნები: "რკინის ძმები" (1930), "შორეული ცის ქვეშ" (1937), "დაუვიწყარი ზაფხული" (1952), "ოქროს თუმნიანი" (1959), "თავდადებულნი" (1976). ელიზბარ ზედგენიძე ავტორია რამდენიმე რომანისა: "იღვიძებენ მთები" (1934), "განთიადის წინ" (1941, შემდგომ ეწოდა "მზის ამოსვლამდე", 1954, 1960), "გაზაფხული დაიწყო ადრე" (წგ. 1–2, 1963–67), "უბატონო ქვეყანა" (1975). მასვე ეკუთვნის პიესები: "მაღაროში მომუშავენი" (1924), "ბნელი ძალები" (1928). ნარკვევების კრებულები: "გუგუნი გვირაბებში" (1931), "გიგანტის მშენებლები" (1932), "დღეები ჭიათურაში" (1932), საბავშვო მოთხრობები, ისტორიული ნოველები, დოკუმენტური მოთხრობა, ციკლები ძველი თბილისის ცხოვრებასა და ქართველ კლასიკოსებზე. მისი თხზულებები თარგმნილია უცხო ენებზე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.336; წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.156-157 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |