The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ ზედგენიძე

ელიზბარ ზედგენიძე
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1903
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 1983  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1910–1917 წლებში სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, 1927–1931 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1928–1929 წლებში იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ორგანიზატორი და პირველი დირექტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1923 წელს, როდესაც გაზეთ "სპარტაკსა" და ჟურნალ "მომავალში" გამოაქვეყნა მოთხრობები. მოთხრობათა პირველი წიგნი "ვერცხლის ქამარი" 1927 წელს გამოიცა. მას მოჰყვა წიგნები: "რკინის ძმები" (1930), "შორეული ცის ქვეშ" (1937), "დაუვიწყარი ზაფხული" (1952), "ოქროს თუმნიანი" (1959), "თავდადებულნი" (1976). ელიზბარ ზედგენიძე ავტორია რამდენიმე რომანისა: "იღვიძებენ მთები" (1934), "განთიადის წინ" (1941, შემდგომ ეწოდა "მზის ამოსვლამდე", 1954, 1960), "გაზაფხული დაიწყო ადრე" (წგ. 1–2, 1963–67), "უბატონო ქვეყანა" (1975). მასვე ეკუთვნის პიესები: "მაღაროში მომუშავენი" (1924), "ბნელი ძალები" (1928). ნარკვევების კრებულები: "გუგუნი გვირაბებში" (1931), "გიგანტის მშენებლები" (1932), "დღეები ჭიათურაში" (1932), საბავშვო მოთხრობები, ისტორიული ნოველები, დოკუმენტური მოთხრობა, ციკლები ძველი თბილისის ცხოვრებასა და ქართველ კლასიკოსებზე. მისი თხზულებები თარგმნილია უცხო ენებზე. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.336; წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.156-157

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: