The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვანო ზედგინიძე

ოფიციალური სახელი:ივანე ზედგინიძე
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1929  (94 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კოთელია, ახლანდელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტიტი 1954 წელს.

1954–1956 წლებში მუშაობდა საქართველოს მემინდვრეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1958–1960 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, 1962–1979 წლებში იყო საქართველოს მცენარეთა დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბიოფიზიკის განყოფილების სპეციალური ლაბორატორიის გამგე, 1979–1982 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო რადიოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის რადიოგამძლეობის განყოფილების გამგე. 1983–1998 წლებში ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გენეტიკისა და სელექცია-მეთესლეობის კათედრაზე. 1998–2006 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის გამგე, 2006–2010 წლებში აგროტექნოლოგიის დეპარტამენტის კონსულტანტი. 2011 წლიდან მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშთა გამოცდის სამსახურში. ივანე ზედგენიძის კვლევის მიზანია მაიონიზებელი გამოსხივების გავლენის დადგენა სტრატეგიული კულტურების (ხორბალი, კარტოფილი) სამეურნეო-ბიოლოგიურ თვისებებზე, დაავადებათა მიმართ გამძლეობასა და მათი გამომწვევების პათოგენობაზე. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად განხორციელდა უნიკალური ექსპერიმენტი–მიწისზედა ბირთვული აფეთქების მოდელირება, რის შედეგადაც ივანე ზედგენიძემ დაადგინა მცენარის ცალკეული ორგანოების რადიონუკლიდებით დანაგვიანების დოზები და მათი ბიოლოგიური ეფექტი, გამოავლინა რადიაციისადმი შედარებით გამძლე ხორბლის სახეობები და ჯიშები, შეისწავლა რადიაციის სხვადასხვა ფონზე მასპინძელ მცენარესა და მის პათოგენს შორის ურთიერთგავლენის კანონზომიერება, ასევე პარაზიტის ქცევები, დაამუშავა შესაბამისი ინსტრუქციები. არის მრავალი სამეცნიერეო ნაშრომის ავტორი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997), აგრონომი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.337; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.278

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში, აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: