შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია ზედგინიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. 1956–1958 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის, 1958–1970 წლებში კი რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში განყოფილების ხელმძღვანელად, შემდეგ დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1966–1969 წლებში იყო გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბუნებისმეტყველების მეცნიერების და სამედიცინო დეპარტამენტის(ქ. ვენა) დირექტორი, 1971–1973 წლებში და 1983 წლიდან–ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1973–1978 წლებში–საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. 1978 წელს მისი ინიციატივით, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის კათედრა, რომელსაც ილია ზედგენიძე ხელმძღვანელობდა 1989 წლამდე. 1996 წელს კათედრას მისი სახელი მიენიჭა. ილია ზედგენიძე იკვლევდა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის აქტუალურ საკითხებს, ლეიკოზისა და ანემიის ეტიოპათოგენეზის, კლინიკისა და მკურნალობის საკითხებს. დაადგინა ჰემატო-ენცეფალური ბარიერის ფუნქციური მდგომარეობა სხვადასხვა ტრანსფუზიული საშუალებების გადასხმის დროს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1966), ჰემატოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.337 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |