Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ზედგინიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1948 წელს. 1956–1958 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის, 1958–1970 წლებში კი რენტგენოლოგიისა და სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში განყოფილების ხელმძღვანელად, შემდეგ დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1966–1969 წლებში იყო გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ბუნებისმეტყველების მეცნიერების და სამედიცინო დეპარტამენტის(ქ. ვენა) დირექტორი, 1971–1973 წლებში და 1983 წლიდან–ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1973–1978 წლებში–საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. 1978 წელს მისი ინიციატივით, ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის კათედრა, რომელსაც ილია ზედგენიძე ხელმძღვანელობდა 1989 წლამდე. 1996 წელს კათედრას მისი სახელი მიენიჭა. ილია ზედგენიძე იკვლევდა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის აქტუალურ საკითხებს, ლეიკოზისა და ანემიის ეტიოპათოგენეზის, კლინიკისა და მკურნალობის საკითხებს. დაადგინა ჰემატო-ენცეფალური ბარიერის ფუნქციური მდგომარეობა სხვადასხვა ტრანსფუზიული საშუალებების გადასხმის დროს და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1966), ჰემატოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.337 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |