შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თაყა ზევდგინიძე![]()
ბიოგრაფიათაყა ზევდგინიძე იყო XIV საუკუნის 80–90-იანი წლების პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის მეფის გიორგი VII-ის თანამებრძოლი. თათართა წინააღმდეგ ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გიორგიმ თავი სამცხეს შეაფარა. აქ მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო. შეთქმულთა განზრახვა თაყა ზევდგინიძემ მეფეს შეატყობინა და შეთქმულების ღამეს თვითონ ჩაწვა მეფის საწოლში. შეთქმულებმა იგი დაჭრეს(ზოგიერთი ცნობით მოკლეს). ამ თავგანწირვისთვის გიორგი VII-მ ნასისხლად შიომღვიმე და სოფლები უბოძა. ვახუშტის მიხედვით, ეს ფაქტი XV საუკუნეში მოხდა, მეფისათვის თავდადებულ ზევდგინიძეს კი იოთამი ერქვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.339
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |