Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თაყა ზევდგინიძე![]()
Biographyთაყა ზევდგინიძე იყო XIV საუკუნის 80–90-იანი წლების პოლიტიკური მოღვაწე, ქართლის მეფის გიორგი VII-ის თანამებრძოლი. თათართა წინააღმდეგ ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გიორგიმ თავი სამცხეს შეაფარა. აქ მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო. შეთქმულთა განზრახვა თაყა ზევდგინიძემ მეფეს შეატყობინა და შეთქმულების ღამეს თვითონ ჩაწვა მეფის საწოლში. შეთქმულებმა იგი დაჭრეს(ზოგიერთი ცნობით მოკლეს). ამ თავგანწირვისთვის გიორგი VII-მ ნასისხლად შიომღვიმე და სოფლები უბოძა. ვახუშტის მიხედვით, ეს ფაქტი XV საუკუნეში მოხდა, მეფისათვის თავდადებულ ზევდგინიძეს კი იოთამი ერქვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.339
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |