The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზეინაბ ბეგუმი

სხვა სახელი:ანა ხანუმი
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ზეინაბ ბეგუმი, ანა ხანუმი (XVI საუკუნის II ნახევარი–XVII საუკუნის I ნახევარი), შაჰ-თამაზ I-ის (1524–1576) ასული, დედით–შალიკაშვილი. შაჰ-ისმაილ II-მ (1576–1578) ზეინაბ ბეგუმი ჰერათის მმართველზე ალიყული-ხან შამლუზე დანიშნა, მაგრამ სასიძოს სიკვდილის გამო ქორწინება არ შედგა. ზეინაბ ბეგუმი შაჰ-აბას I-ის მეფობისას (1587–1629) ჰარამხანის უფროსი იყო. ნ. ფალსაფის ცნობით, ზეინაბ ბეგუმი მეფური ჩამომავლობის ქალთაგან ყველაზე მეტად იყო დაახლოებული შაჰთან და სამეფო კარზე დიდი პატივითა და გავლენით სარგებლობდა. ბევრ ისეთ თათბირსა და ლხინში მონაწილეობდა, სადაც მხოლოდ მამაკაცები იკრიბებოდნენ. ირანში მცხოვრები კარმელიტი მისიონერების გადმოცემით, ზეიაბ ბეგუმი დიდი ინტელექტის მქონე, ძალზე დაფასებული ყოფილა შაჰ-აბასის მიერ და მას სამხედრო ლაშქრობებშიც კი თან ახლდა. მან ხელი შეუწყო ირან-ოსმალეთის 1612 წელს საზავო ხელშეკრულების დადებას, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქართველი დიპლომატი ქალი გულჩარა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.340


გააზიარე: