The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლადო მალაზონია

ლადო მალაზონია
ოფიციალური სახელი:ვლადიმერ მალაზონია
დაბადების თარიღი:24 იანვარი, 1900
გარდაცვ. თარიღი:1985  (84 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ექადიის ჯვართამაღლების ტაძრის ეზო, ქ. ოზურგეთი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ახალდაარსებული თბილისის სამხატვრო აკადემია 1924 წელს.

1911 წელს მიაბარეს სასწავლებლად ოზურგეთის სასწავლებელში. სასწავლებლიდან ის სხვა მოსწავლეებთან ერთად გარიცხეს 1917 წელს კედლიდან ნიკოლოზ II-ის ფოტოს ჩამოგდებისთვის. ერმილე და იტა ნაკაშიძეებმა მალაზონია თბილისში წაიყვანეს. ის მათთან 1921 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი ილია და ნინო ნაკაშიძეებთან გადავიდა. ნინო ნაკაშიძემ იცოდა ლადოს მისწრაფება მხატვრობისადმი და ის სასწავლებლად გენრიხ გრინევსკის მიაბარა. მალაზონიამ და მისმა თანამოაზრეებმა ანტონ ქუთათელაძემ, შალვა მამალაძემ და სხვებმა სწავლას სტუდიური მუშაობაც შეუთავსეს და 1918-1919 წლებში ელბაქიძის დაღმართზე, მზარეულ გაბრიჩიძის სახლში (N21) ჩამოაყალიბეს სტუდია. ახალგაზრდებმა სტუდიის კედელი მოხატეს, რაც ისე მოსწონებია სახლის მეპატრონე გაბრიჩიძეს, რომ მათთვის ბინის ქირა აღარ გამოურთმევია. სამხატვრო აკადემიის დამთავრებისთანავე დაბრუნდა ოზურგეთში და დაიწყო მუშაობა ოზურგეთის დრამატული თეატრის მთავარი მხატვრის თანამდებობაზე. 1925 წელს მან პერსონალური გამოფენა მოაწყო. მისი სურათების გამოფენა, რომელიც ოზურგეთში გაიმართა იყო პირველი სამხატვრო გამოფენა გურიაში. 1934 წელს მოეწყო მისი ნაწარმოებების მეორე გამოფენა. 1942-1945 წლებში იყო თეატრის დირექტორი და მთავარი მხატვარი. 1968 წელს თბილისში მისი მესამე გამოფენა გაიმართა. ცნობილია გურიისა და ოზურგეთის პეიზაჟებით. მეტწილად მუშაობდა აკვარელის საღებავითა და გუაშით. მისი პეიზაჟები ისტორიულ-ეთნოგრაფიული მნიშვნელობისაა. მალაზონიას ნახატები დაცულია საქართველოს სახვითი ხელოვნების ფონდსა და ოზურგეთის მუზეუმში. 2013 წელს ოზურგეთის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1955 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: