The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მელქო შამჩი

Legal name:მელქუა გულქანოვი
Date of birth:17??
Date of death:18??
Category:Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი, (სხვა ვერსიით − მარნეული).

საიათნოვას თანამედროვე და მისი ერთერთი ნიჭიერ მიმდევართაგანი. თბილისური ხელოსნური წრის წარმომადგენელი, ხელობით მესანთლე, აქედან წარმოდგება მისი შერქმეული სახელი შამჩი ("შამ" სპარსულად სანთელია). ლექსებს თხზავდა სამ ენაზე: ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად. ქართული ლექსები ცნობილია დავით რექტორის ხელნაწერი ანთოლოგიით. შამჩი მელქო თავისი ცხოვრებით, ლექსითა თუ ხელობა-საქმიანობით მჭიდროდ იყო დაკავშირებული საქართველოსთან და ქართულ ყოფასთან. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფარნაოზ და ვახტანგ ბატონიშვილებთან. თავის მუხამბაზში შამჩი მელქო ახსენებს ფარნაოზ ბატონიშვილს: "მუხამბაზო, უცხო ტკბილი ხმა ხარო, შამჩი მელქო ფარნავაზის ყმა ხარო". აშუღის ეს ნათქვამი ოდნავი სიტყვაცვლილებით ("მუხამბაზო, რა ტკბილი რამ ხმა ხარო") შემდეგში გრ. ორბელიანმა ეპიგრაფად წაუმძღვარა თავის ცნობილ "მუხამბაზს". მახვილი სატირული ნიჭითა და სიტყვის ემოციური ძალით შამჩი მელქო ერთი უეჭველად საინტერესო და გამორჩეული ფიგურაა იმდროინდელი თბილისის პოეტურ ბოჰემაში. შამჩის მუხამბაზებია: "საწყალი შამჩი მელქო შენის ეშხითა კვდება", "ქვეყნის მანათობელი მთვარე ხარ, შამჩი მელქოს მოჰგონდები, მწარე ხარ"; ის იყო თბილისელი, ავლაბრელი სომეხი აშუღი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 514; წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.341



Share: