The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა შანიძე

შოთა შანიძე
დაბადების თარიღი:12 სექტემბერი, 1916
გარდაცვ. თარიღი:6 აგვისტო, 1996  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:კომპოზიტორი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

1932–1936წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1936–1941წწ. მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

1932–1936წწ. იყო საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე; 1938–1941წწ. სიმებიანი კვარტეტის წევრი; 1946–1948წწ. თბილისის IV მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი, საქართველოს სიმებიანი ტრიოს წევრი; 1946–1956წწ. საქართველოის რადიოს სიმფონიური ორკესტრის მევიოლინე; 1948–1970წწ. თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი; 1970 წელს თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 1948–1991წწ. იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1956 წლიდან დოცენტი, 1978 წლიდან პროფესორი, 1970–1980წწ. საორკესტრო ფაკულტეტის დეკანი; 1958 წელს მოსკოვში ქართული ხელოვნების დეკადის მონაწილე; მოწაფეები: თ. ბათიაშვილი, ნ. ჟვანია, ა. შანიძე, მ. ქანთარია, რ. ჯანდიერი; თხზულებები: კ. შანიძე "ლაშქრული" ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1949), "ფერხული" სოლო ვიოლონჩელოსათვის (1949), შ. შანიძე სახელმძღვანელო "ქართული სავიოლინო საბავშვო კრებული" (თბილისი 1952); გამოგონება: "ვიოლინოზე დაკვრის ბალიში" (1958); საქართველოში სავიოლინო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოში პირველი მევიოლინეთა პოლიფონიური ანსამბლის დამაარსებელი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატების აღმზრდელი, 35 სამეცნიერო შრომის ავტორი, პროფესორი. მისი ძმები იყვნენ კოტე – ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი, სერგო – მევიოლინე, ვახტანგ – ალტისტი, ყველანი სიმებიანი კვარტეტის წევრები; მევიოლინე, კვარტეტისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 515

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1958 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო სიგელი

გააზიარე: