The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბესალომ ზენაიშვილი

აბესალომ ზენაიშვილი
დაბადების თარიღი:1 დეკემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:20 იანვარი, 1994  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩიბათი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი 1944 წელს.

იყო ვეშაპსარეწი გემის "სლავას" კაპიტანი (1954), საქართველოს საოკეანო თევზსაჭერი ფლოტის ტრაილერ "შოთა რუსთაველის" კაპიტან-დირექტორი (1961), მრავალი სხვა გემის კაპიტანი. 1988 წლიდან იყო ტანკერ "ნოდარ დუმბაძის" კაპიტანი. ვეშაპსარეწი გემით ორჯერ შემოუარა ანტარქტიდას. II მსოფლიო ომის (1939–1945) მონაწილე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.355; პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: