The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა შაორშაძე

შალვა შაორშაძე
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1958  (65 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა ქ. ცხინვალის მუსიკალური სასწავლებელი 1977 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1982 წელს(გუნდის დირიჟორი).

1983 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქორმაისტერი; 2001–2003წწ. თბილისის "მუსიკალური ცენტრის" ქორმაისტერი; რეპერტუარი: 30–ზე მეტი საოპერო სპექტაკლი, მათ შორის ქართული ოპერები: ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"(1986, პრემიერა თბილისი, 1994, პრემიერა ბათუმი), "დაისი", "ლატავრა", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"(1994, პრემიერები თბილისი, ბათუმი), რ. ლაღიძე "ლელა"(1975, პრემიერა თბილისი, 1994, პრემიერა ბათუმი), ო. თაქთაქიშვილი "მინდია", "პირველი სიყვარული", ჯ. და ვ. კახიძეები "ბარბალე"(პრემიერა), გ. ჩლაიძე "დარისპანის გასაჭირი"; სხვა რეპერტუარი: ვერდი "აიდა", "ოტელო", "ტრავიატა", "ტრუბადური", "დონ კარლოსი", ბიზე "კარმენი", დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური", ლეონკავალო "სოფლის ღირსება", პროკოფიევი "სამი ფორთოხლის სიყვარული", "ცეცხლოვანი ანგელოზი", "დუენია"; გასტროლები: დუისბურგი(1989), ბუსეტო(1990), მალტა(1993) თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან ერთად; ქორმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 515



გააზიარე: