The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ შაპოშნიკოვი

დაბადების თარიღი:1894  (130 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სარატოვი, რუსეთი.

1923–1928წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ვოკალური).

1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ბანი), ამავე წელს დებიუტი შედგა, მოურავი(ზ. ფალიაშვილი "ლატავრა"); რეპერტუარი: 50–მდე პარტია, მათ შორის ქართული: აბიო, გურამი(ზ. ფალიაშვილი, "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), მაკარი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), ნადირ–ხანი(ა. კერესელიძე "ბაში–აჩუკი", 1946, პრემიერა), თავადი(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი", 1940, პრემიერა); სხვა რეპერტუარი: მეფე, სპარაფუჩილე(ვერდი "აიდა", "რიგოლეტო"), მღვდელი(პუჩინი "ტოსკა"), ბარტოლო(როსინი "სევილიელი დალაქი"), პიმენი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), სკულა(ბოროდინი "თავადი იგორი"), გუდალი, მსახური(რუბინშტეინი "დემონი"), შვაჩი(ფემელიდი "რღვევა"), ვოევოდა(ლისენკო "ტარას ბულბა"), რუბენ(სპენდიაროვი "ალმასტ") ღამის დარაჯი(ძერჟინსკი "წყნარი დონი", 1938), თავადი ვერეისკი(ნაპრავნიკი "დუბროვსკი", 1950).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 515


გააზიარე: