The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაროსლავ იოსელიანი

იაროსლავ იოსელიანი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1912
გარდაცვ. თარიღი:23 მარტი, 1978  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთიონი, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლახირი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი. 

1938-1939 წლებში მსახურობდა შავი ზღვის ფლოტში წყალქვეშა ნავის შტურმანად, დიდი სამამულო ომის (1945-1945) წლებში იბრძოდა ოდესის, სევასტოპოლის, კავკასიის და საბჭოთა იმერპოლარეთის დასაცავად. მეთაურობდა წყალქვეშა ნავებს, მათ შორის საქართველოს მშრომელთა სახსრებით აგებულ "საბჭოთა სვანეთს" ("ს-17"). ი. იოსელიანის ნავებმა მოწინააღმდეგის 18 გემი ჩაძირა. ომის შემდეგ მსახურობდა სამხედრო-საზღვაო ფლოტში სხვადასხვა სამეთაურო თანამდებობაზე, ხოლო დემობილიზაციის შემდეგ (1966 წელი) დაბრუნდა საქართველოში და  მუშაობდა პასუხსაგებ საბჭოთა სამუშაოებზე. პირველი რანგის კაპიტანი. დიდი სამამულო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ.204; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.186

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრ კავშირის მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1954 - წითელი დროშის ორდენი
  • 1944 - ნახიმოვის II ხარისხის ორდენი
  • 1944 - წითელი ვარსკვლავის ორდენი, "საბრძოლო მამაცობისთვის"
  • 1944 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • 1944 - წითელი დროშის ორდენი
  • 1944 - ლენინის ორდენი
  • 1943 - სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • 1943 - წითელი დროშის ორდენი
  • 1943 - წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: