The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გოგა შავერზაშვილი

გოგა შავერზაშვილი
Legal name:გიორგი შავერზაშვილი
Date of birth:4 August, 1950  (73 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს(საფორტეპიანო), 1984 წელს(საკომპოზიციო).

1975–1980წწ. იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(პედაგოგ–პრაქტიკანტი); 1973 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(ფორტეპიანო); 1992 წლიდან ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი(კომპოზიცია); 2006 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კომპოზიცია), 1995 წლიდან ასოცირებული პროფესორი; თხზულებები: "პოემა–ელეგია" სიმებიანი ორკესტრისათვის(1990), სიმფონია(2010), "პოემა" სიმებიანი ორკესტრისათვის(2015); ინსტრუმენტული კონცერტები: საფორტეპიანო N1(1984, სამ ნაწილიანი), სავიოლინო N1, N2(1991, 1993), საფორტეპიანო N2(1992), ფანტაზია ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და ორკესტრისათვის(2015, პირველი შესრულება); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები: სიმებიანი კვარტეტ N1, N2(1993, 2012), სავიოლინო სონატა(1983), 6 საფორტეპიანო სონატა(1987–2001), "ტრანსკრიფციები მ. ბალანჩივაძის თემებზე"(2013), საფორტეპიანო ტოკატა(2014), საფორტეპიანო პიესები და საფორტეპიანო იმპროვიზაციები ჯაზურ და კლასიკურ თემებზე; 2 პიესა სოლო ალტისათვის(1980), "განწყობილებანი" ფლეიტის, კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის(1993), "ჯაზ–ხორუმი" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(2015); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები: "4 სიმღერა ქართულ ხალხურ ლექსებზე" დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1982), ვოკალური ციკლი "ციურნი ხმები" მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის ი. ჭავჭავაძის ლექსებზე(1993), რომანსი "საყურე" დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის ნ. ბარათაშვილის ლექსზე(2011), საბავშვო სიმღერები; საგუნდო ნაწარმოებები: 3 გუნდი შერეული გინდისათვის a cappella ვაჟა–ფშაველას ლექსებზე(1984), 3 გუნდი a cappella "გალობანი გიორგისნი" ქალთა გუნდისათვის(2011); გასტროლები: რუსეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, დანია, ინგლისი, გერმანია; კომპოზიტორ ალექსანდრე შავერზასვილისა და მუსიკისმცოდნე ა. ქავთარაძის ვაჟიშვილი; პიანისტი, კონცერტმაისტერი, ჯაზმენი–იმპროვიზატორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 511; http://georgianmusicagency.com/index.php?m=6&news_id=125

Member of Organizations

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშრი, წევრი

Awards and Honors

  • 2014 - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურსი, ლაურეატი
    ნაწარმოებისთვის : საფორტეპიანო ტოკატა
  • 2012 - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
    ნაწარმოებისთვის : "ნოველეტი" კლარნეტისა და გიტარისთვის
  • 2012 - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურსი, ლაურეატი
    ნაწარმოებებისთვის : "პასტორალი" ფლეიტის, ვიოლინოს, ჩელოსა და ორი გიტარისთვის
  • 2010 - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კონკურსი, ლაურეატი
    ნაწარმოებებისთვის : სიმებიანი კვარტეტი N2, რომანსი დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის
  • 2004 - საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის პრემია, "წლის საუკეთესო კომპოზიტორი"
    საფორტეპიანო ტრიოსთვის N1
  • 1985 - ახალგაზრდა კომპოზიტორების საკავშირო კონკურსი, ლაურეატი (მოსკოვი)
    საფორტეპიანო კონცერტისთვის N1
  • 1972 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, ლაურეატი (ბაქო)

Share: