Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგა შავერზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს(საფორტეპიანო), 1984 წელს(საკომპოზიციო). 1975–1980წწ. იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(პედაგოგ–პრაქტიკანტი); 1973 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(ფორტეპიანო); 1992 წლიდან ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური კოლეჯის პედაგოგი(კომპოზიცია); 2006 წლიდან ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(კომპოზიცია), 1995 წლიდან ასოცირებული პროფესორი; თხზულებები: "პოემა–ელეგია" სიმებიანი ორკესტრისათვის(1990), სიმფონია(2010), "პოემა" სიმებიანი ორკესტრისათვის(2015); ინსტრუმენტული კონცერტები: საფორტეპიანო N1(1984, სამ ნაწილიანი), სავიოლინო N1, N2(1991, 1993), საფორტეპიანო N2(1992), ფანტაზია ფორტეპიანოს, ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და ორკესტრისათვის(2015, პირველი შესრულება); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები: სიმებიანი კვარტეტ N1, N2(1993, 2012), სავიოლინო სონატა(1983), 6 საფორტეპიანო სონატა(1987–2001), "ტრანსკრიფციები მ. ბალანჩივაძის თემებზე"(2013), საფორტეპიანო ტოკატა(2014), საფორტეპიანო პიესები და საფორტეპიანო იმპროვიზაციები ჯაზურ და კლასიკურ თემებზე; 2 პიესა სოლო ალტისათვის(1980), "განწყობილებანი" ფლეიტის, კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის(1993), "ჯაზ–ხორუმი" ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(2015); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები: "4 სიმღერა ქართულ ხალხურ ლექსებზე" დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1982), ვოკალური ციკლი "ციურნი ხმები" მაღალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის ი. ჭავჭავაძის ლექსებზე(1993), რომანსი "საყურე" დაბალი ხმისა და ფორტეპიანოსათვის ნ. ბარათაშვილის ლექსზე(2011), საბავშვო სიმღერები; საგუნდო ნაწარმოებები: 3 გუნდი შერეული გინდისათვის a cappella ვაჟა–ფშაველას ლექსებზე(1984), 3 გუნდი a cappella "გალობანი გიორგისნი" ქალთა გუნდისათვის(2011); გასტროლები: რუსეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, დანია, ინგლისი, გერმანია; კომპოზიტორ ალექსანდრე შავერზასვილისა და მუსიკისმცოდნე ა. ქავთარაძის ვაჟიშვილი; პიანისტი, კონცერტმაისტერი, ჯაზმენი–იმპროვიზატორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 511; http://georgianmusicagency.com/index.php?m=6&news_id=125 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |