შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტაისია შარატა-დოლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კრივოი–როგი, უკრაინა დაამთავრა დნეპროპეტროვსკის მუსიკალური სასწავლებელი 1930 წელს(ვოკალური). 1931–1934წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი(მეცო–სოპრანო); 1935 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; ქართული რეპერტუარი: ნანო, ნათელა(ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ნანო(შ. თაქთაქიშვილი "დეპუტატი", 1940), დარეჯან–დედოფალი(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი", 1945, იმღერა აგრეთვე ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში, 1937), თამარ–დედოფალი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), გივი(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები, 1950, პრემიერა); სხვა რეპერტუარი თბილისის ოპერის სცენაზე: ამნერისი, აზუჩენა(ვერდი "აიდა", "ტრუბადური"), შარლოტა(მასნე "ვერთერი", 1942), ლიუბაშა(რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე", 1939), ოლგა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), აქსინია(დერჟინსკი "წყნარი დონი", 1938). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 515 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |