The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტაისია შარატა-დოლიძე

ოფიციალური სახელი:ტაისია შარატა
დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1910  (113 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კრივოი–როგი, უკრაინა

დაამთავრა დნეპროპეტროვსკის მუსიკალური სასწავლებელი 1930 წელს(ვოკალური).

1931–1934წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი(მეცო–სოპრანო); 1935 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; ქართული რეპერტუარი: ნანო, ნათელა(ზ. ფალიაშვილი "დაისი", "აბესალომ და ეთერი"), ნანო(შ. თაქთაქიშვილი "დეპუტატი", 1940), დარეჯან–დედოფალი(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი", 1945, იმღერა აგრეთვე ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში, 1937), თამარ–დედოფალი(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე"), გივი(ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები, 1950, პრემიერა); სხვა რეპერტუარი თბილისის ოპერის სცენაზე: ამნერისი, აზუჩენა(ვერდი "აიდა", "ტრუბადური"), შარლოტა(მასნე "ვერთერი", 1942), ლიუბაშა(რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე", 1939), ოლგა(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), აქსინია(დერჟინსკი "წყნარი დონი", 1938).

 წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 515


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: