The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალტერ სიმენსი

ვალტერ სიმენსი
სხვა სახელი:ვალტერ ფონ სიმენსი
დაბადების თარიღი:1833
გარდაცვ. თარიღი:1868  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, ქ. თბილისი
კატეგორია:ბიზნესმენი, გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

უმაღლესი ტექნიკური განათლება ქ. მეცენდორფში მიიღო.

ფირმა "სიმენსი და ჰალსკეს" წარმომადგენელი იყო ვენაში, პარიზსა და ვარშავაში; 1860 წლიდან ვალტერ სიმენსი თბილისში ჩამოვიდა და დაიწყო სატელეგრაფო სადგურების მოწყობა თბილისიდან სხვადასხვა მიმართულებით (გორი, სურამი, ქუთაისი, ფოთი); 1862 წელს გ. ორბელიანის ნებართვით (N327) ადგილობრივ ხელისუფლებასა და ვ. სიმენსს შორის დაიდო კონტრაქტი თბილისსა და ქ. სტავროპოლს შორის სატელეგრაფო სადგურების დამონტაჟების თაობაზე; 1863 წლის 12 იანვარს დუშეთზე, ვლადიკავკაზსა და პიატიგორსკზე გავლით თბილისსა და სტავროპოლს შორის სატელეგრაფო კავშირი დამყარდა; 1864 წელს მან  ქ. ჯულფაში დაამონტაჟა სატელეგრაფო აპარატები და 1865 წლიდან თბილისსა და თეირანს (ირანი) შორის დაიწყო საერთაშორისო დეპეშების გაცვლა; 1866 წელს ის თბილისში პრუსიის კონსულად დანიშნეს; თბილისისთვის მნიშვნელოვანი იყო ბაქოსთან სატელეგრაფო კავშირის დამყარება. ეს საქმე მან ითავა და 1868 წლის იანვარში დაიწყო თბილისიდან ბაქოში დეპეშების გადაცემა; მის საქმიანობას თბილისის საზოგადოება დიდად აფასებდა; საქართველოსა და კავკასიაში პირველი სატელეგრაფო კავშირების მომწყობი ვალტერ სიმენსი "კავკასიის ტელეგრაფის მამად" არის აღიარებული; თბილისში, ლ. ასათიანის (ყოფილი ფ. ენგელსის) ქუჩაზე N30-ში არსებობს მისი მემორიალური დაფა.

წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.829; სპუტნიკი-საქართველოს ვებგვერდი: sputnik-georgia.com; newcaucasus.com 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ. 242


გააზიარე: