Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვალტერ სიმენსი![]()
Biographyუმაღლესი ტექნიკური განათლება ქ. მეცენდორფში მიიღო. ფირმა "სიმენსი და ჰალსკეს" წარმომადგენელი იყო ვენაში, პარიზსა და ვარშავაში; 1860 წლიდან ვალტერ სიმენსი თბილისში ჩამოვიდა და დაიწყო სატელეგრაფო სადგურების მოწყობა თბილისიდან სხვადასხვა მიმართულებით (გორი, სურამი, ქუთაისი, ფოთი); 1862 წელს გ. ორბელიანის ნებართვით (N327) ადგილობრივ ხელისუფლებასა და ვ. სიმენსს შორის დაიდო კონტრაქტი თბილისსა და ქ. სტავროპოლს შორის სატელეგრაფო სადგურების დამონტაჟების თაობაზე; 1863 წლის 12 იანვარს დუშეთზე, ვლადიკავკაზსა და პიატიგორსკზე გავლით თბილისსა და სტავროპოლს შორის სატელეგრაფო კავშირი დამყარდა; 1864 წელს მან ქ. ჯულფაში დაამონტაჟა სატელეგრაფო აპარატები და 1865 წლიდან თბილისსა და თეირანს (ირანი) შორის დაიწყო საერთაშორისო დეპეშების გაცვლა; 1866 წელს ის თბილისში პრუსიის კონსულად დანიშნეს; თბილისისთვის მნიშვნელოვანი იყო ბაქოსთან სატელეგრაფო კავშირის დამყარება. ეს საქმე მან ითავა და 1868 წლის იანვარში დაიწყო თბილისიდან ბაქოში დეპეშების გადაცემა; მის საქმიანობას თბილისის საზოგადოება დიდად აფასებდა; საქართველოსა და კავკასიაში პირველი სატელეგრაფო კავშირების მომწყობი ვალტერ სიმენსი "კავკასიის ტელეგრაფის მამად" არის აღიარებული; თბილისში, ლ. ასათიანის (ყოფილი ფ. ენგელსის) ქუჩაზე N30-ში არსებობს მისი მემორიალური დაფა. წყარო:თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.829; სპუტნიკი-საქართველოს ვებგვერდი: sputnik-georgia.com; newcaucasus.com; 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ. 242
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |