The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



უჩა ზვიადაძე

უჩა ზვიადაძე
Date of birth:16 August, 1937  (87 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

1960–1968 წლებში მუშაობდა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს თეთრიწყაროს, ბოლნისის, გურჯაანის, წითელწყაროს (ახლანდელი დედოფლისწყარო) საველე გეოლოგიურ პარტიებში. 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიის კათედრაზე (სრული პროფესორი). უჩა ზვიადაძე პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას ჰიდროგეოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით. შეისწავლა საქართველოს მინერალური და თერმული წყლები, მრავალრიცხოვანი ანალიტიკური და ექსპერიმენტული განზოგადების შედეგად გამოიკვლია საკითხები საქართველოს მიწისქვეშა წყლებში მიკროკომპონენტების, კადმიუმის, სტრონციუმის, კობალტის, ტყვიის, ნიკელის და სხვა ელემენტების მიგრაციისა და დაგროვების თავისებურებათა შესახებ, დასახლებული პუნქტების სასმელი და სამეურნეო წყალმომარაგების შესახებ და სხვ. გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.368; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.147

Bibliography


Share: