შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ზვიადაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1958 წელს. 1962–1966 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში, 1966–1973 წლებში ნახევარგამტარული ხელსაწყოების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1973–1986 და 1998–2009 წლებში ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში. 1986–1998 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. 2009 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. კვლევის ძირითადი სფეროა: მაგნნიტური რეზონანსის თეორია, არაწონასწორული პროცესების თეორია, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი ძრავების თეორია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1991). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.367 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |