შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ზესაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სენაკი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით 1948 წელს. 1947 წლიდან მუშაობდა ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში, იყო წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი და განყოფილების გამგე. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გამოიცა განყოფილების თანამშრომელთა სამეცნიერო სტატიების 4 კრებული, შედგა "კავკასიის იურული ნალექების უნიფიცირებული სტრატიგრაფიული სქემები" (1972–1984), გამოქვეყნდა ინსტიტუტის მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმის 2 კატალოგი (1961, 1984). ვახტანგ ზესაშვილმა შეადგინა მუზეუმის 2 მეგზური რუსულ (1963, 1989) და ინგლისურ (1984) ენებზე, ჩაატარა საკავშირო სამეცნიეო თათბირები: ნამარხი მარჯნების (თბილისი, 1978), კავკასიის ცარცული ნალექების სტრატიგრაფიის (წყალტუბო, 1979), კავკასიის იურული ნალექების სტრატიგრაფიის (კრასნოდარი, 1979), მიკროპალეონტოლოგიის(თბილისი, 1984) საკითხებზე, განსაზღვრა ადრე და შუაიურული ფაუნის 130-მდე კოლექცია. ვახტანგ ზესაშვილი იყო ქართული ენციკლოპედიის მეცნიერ-კონსულტანტი (1998–2000). კავკასიის იურული ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის მკვლევარი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.357 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |