The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კაპანაძე

ზურაბ კაპანაძე
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:20 ოქტომბერი, 1989  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1953 წელს.

1953 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში; იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი გრაფიკის კათედრის პროფესორი, თეატრის მოღვაწეთა კავშირის სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილების მთავარი მხატვარი, გამომცემლობა "ხელოვნების" მთავარი მხატვრული რედაქტორი, წლების მანძილზე მუშაობდა მხატვრად საბავშვო ჟურნალ "დილაში", სადაც ხალისიან, ბავშვებისთვის გასაგებ ილუსტრაციებს ქმნიდა. დაზგური გრაფიკის შესანიშნავი ოსტატი იყო. მის დაზგურ ნაწარმოებთა შორის გამოირჩევა "ბერიკაობა". აქ ეროვნული ფოლკლორული მოტივებია გარდაქმნილი გრაფიკის პირობით ენაზე. ზურაბ კაპანაძის დაზგურ გრაფიკაში მონუმენტალისტის მიდგომა ჩანს. იყო ქართული წიგნის მხატვრული გაფორმებისა და მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ღვაწლმოსილი ოსტატი, რომელმაც საკმაოდ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით იცხოვრა და შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა: 200-მდე გრაფიკულად გაფორმებული წიგნი, მონუმენტურ-დეკორატიული ფორმები, პლაკატები, აფიშები, ბუკლეტები და კალენდრები. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5. -თბ., 1980. გვ.375-376

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • რუსული წიგნის 400 წლისადმი მიძღვნილ კონკურსი, II ხარისხის დიპლომი
    ი. აბაშიძის "რას გადაურჩა თბილისი" 1963
  • საუკეთესო გამოცემების საკავშირო კონკურსი, II ხარისხის დიპლომი (1960-1967წწ.)
    ვეფხისტყაოსანი, თარგმანი ინგლისურად ვენერა ურუშაძის 1966
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ბრინჯაოს მედალი
    მუსიკალური სახელმძღვანელოები I და II კლასებისათვის 1964
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ოქროს მედალი
    მინიატიურული ვეფხისტყაოსანი 1967
  • ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საკავშირო კონკურსი, ი. ფეოდოროვის სახელობის დიპლომი
    "ქართული ხელნაწერები" 1970

გააზიარე: