შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ზვიადაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაიშო, თიანეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1968 წელს. 1968–1974 წლებში მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. 1974 წლიდან მუშაობდა მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში. 2006 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე ინსტიტუტის მანქანათა დინამიკის განყოფილებას. 1992 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტზე. 1992–2004 წლებში იყო საქართველოს ეროვნული სოციალურ-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი. ვიქტორ ზვიადაურის კვლევის სფეროა: ვიბროტექნიკა, მანქანათა დინამიკა, გამოყენებითი მათემატიკა და მექანიკა, წრფივი და არაწრფივი რხევების თეორია, ტრიბოლოგია. გამოქვეყნებული აქვს 6 მონოგრაფია. არის 4 გამოგონების ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1996), ინჟინერ-მექანიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.367 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |