The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სულაქველიძე

გიორგი სულაქველიძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1913
გარდაცვ. თარიღი:20 აგვისტო, 1983  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დონის როსტოვი, რუსეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1939 წელს. გაიარა გეოფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1941-1943წწ. საბჭოთა არმიის რიგებშია; 1946-1948წწ. ლექციებს კითხულობდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1948 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემის საბუნებისმეტყველო და მათემატიკური განყოფილების სწავლულ მდივნად; 1951 წელს გადავიდა გეოფიზიკის ინსტიტუტში ჯერ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო 1952 წლიდან დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1955-1961წწ. ხელმძღვანელობდა იალბუზის მაღალმთიან ექსპედიციას; 1962-1970წწ. იყო მაღალმთიანი გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი (ქ. ნალჩიკი); ამავე პერიოდში ლექციებს კითხულობდა ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1970 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აირჩიეს მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, ოკეანოლოგიის კათედრის გამგედ. შეისწავლა თოვლის ზვავების დინამიკა, ჩაატარა ორიგინალური გამოთვლები ნაგებობებზე ზვავის დარტყმის ძალაზე, აღმოაჩინა თოვლის საფარში სითბოს გადაცემის ახალი მექანიზმი და დაადგინა სითბოს გამტარებლობის ეფექტური კოეფიციენტი. გამოქვეყნებული აქვს 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. დიდი ნაწილი ეხება ღრუბლების ფიზიკისა და მათზე ზემოქმედების საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით შეიმუშავეს თავსხმა ნალექების წარმოშობის თეორია, სეტყვის კერების ღრუბლების აღმოჩენის რადიოლოკაციური და მათზე ზემოქმედების ორიგინალური მეთოდები. ბოლო წლებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ტროპიკული ციკლონების თეორიასა და ატმოსფეროს თერმოდინამიკის საკითხების შესწავლის საქმეში. 27 სტატია დაიბეჭდა ინგლისურ, გერმანულ, პოლონურ, ჩეხურ, ესპანურ და სხვა ენებზე.  გეოფიზიკოსი, მეტეოროლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

სადოქტორო დისერტაციის თემა -"თოვლის საფარის ფიზიკური თვისებები", დაიცვა 1955 წელს (ქ. ლენინგრადი).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.599; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.235-236

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1948-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1972 - ბ. მულტანოვსკის პრემია
  • 1969 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1968 - ყაბარდო-ბალყარეთის ასსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: