The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თევდორე ("კამარათა მწერალი")

დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:9??
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

X საუკუნის ქართველი მხატვარ-მინიატიურისტი. 940 წელს მას დაუხატავს ე. წ. "ჯრუჭის პირველი ოთხთავის" კამარები და მინიატიურები (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-1660). ხელნაწერის პირველ ფურცლებზე თევდორეს სახელი ორჯერაა მოხსენიებული. კამარებთან ერთად თევდორემ დახატა 8 მინიატიურა: 4 მახარებელი - მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე, აგრეთვე ღვთისმშობელი ყრმით, ბრმის განკურნება, ეშმაკეულის განკურნება, განრღვეულის განკურნება. თევდორე დახელოვნებული მხატვარი იყო. მისი მინიატურები გამოირჩევა ოსტატობითა და არტისტიზმით. მიუხედავად შუა საუკუნეების მხატვრობის პირობითობისა, სხეულთა მოძრაობაში, რაკურსებში, სამოსლის ხაზებში იგრძნობა ცოცხალ ნატურაზე დაკვირვება, ელინისტური მხატვრობის ტრადიციების გამოძახილი. მინიატიურების კოლორიტი მუქია, თავშეკავებული. თევდორე ძირითადად იყენებს ყავისფერს, შინდისფერს, მოყავისფროს, მოლურჯო-ლილისფერს, ნაკლებად - ოქროსფერს, კარმინს, ყვითელს, მწვანეს. თევდორე X საუკუნის ერთადერთი ქართველი მხატვარ-მინიატიურისტია, რომლის სახელი ჩვენთვის ცნობილია.

წყარო: ქართული საბჭოტა ენციკლოპედია : ტ. 4.- თბ., 1979.-, გვ. 632


გააზიარე: