The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა თავაქალაშვილი

ოფიციალური სახელი:მამუკა თავაქარაშვილი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:კალიგრაფი, მხატვარი, პოეტი

ბიოგრაფია

XVII საუკუნის ქართველი პოეტი, კალიგრაფი, მხატვარ-მინიატიურისტი. მდივნად იყო იმერეთეის მეფის კარზე. 1634 წელს ტყვედ მოხვდა სამეგრელოში, სადაც ლევან II დადიანის კარზე ეწეოდა ლიტერატურულ და კალიგრაფიულ მუშაობას. 1647 წელს გადაწერა "შაჰნამეს" გაგრძელების ე. წ. "უთრუთიანსაამიანის" ქართული პროზაული ვერსია (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტი, H-921, S-1594); გალექსა "ზააქიანი", რისთვისაც გამოიყენა "შაჰნამეს" ქართული პროზაული თარგმანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1646 წელს გადაწერილი ვეფხისტყაოსანი (ხელნაწერთა ინსტიტუტი H-599), რომელიც 39 მინიატიურითაა შემკული. მინიატიურებს ეტყობა ქართული ხალხური ხელოვნების გავლენა. ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციების გარდა, აქ მოთავსებულია რუსთაველისა და თვით მხატვრის პორტრეტები. თავაქალაშვილი საკმაოდ დახელოვნებული მხატვარია, მისი კალიგრაფია გამოირჩევა ხაზგასმული დეკორაციულობით.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 4.- თბ., 1979.- გვ.562


გააზიარე: