The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ერისთავი

დაბადების თარიღი:1891
გარდაცვ. თარიღი:1982  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

ქართველი მხატვარი და საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ქართველი საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე (კოწია) ერისთავის ოჯახში. მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, გამოჩენილ ქართველ მხატვართან და სამუზეუმო საქმის დიდ ამაგდართან დიმიტრი შევარდნაძესთან. მათ უდიდესი წვლილი მიუძღვთ ძველი ქართული ფრესკების გადმოღებასა და გადარჩენაში. გიორგი ერისთავმა 1917 წელს თბილისის სახაზინო თეატრში გააფორმა შ. დადიანის პიესა "მღვიმეში". გატაცებული იყო ფილოსოფიით. გ. გურჯიევთან ერთად ხელმძღვანელობდა ქართველ შტაინერისტთა მოძრაობას. თბილისში სახელმწიფო მუზეუმის პირველ სართულზე ხშირად აწყობდა შტაინერისტ მხატვართა თავყრილობებს. საბჭოთა პერიოდში გახდა რეპრესიების მსხვერპლი, ციმბირში გადაასახლეს ორჯერ, 1937 წელს გაათავისუფლეს სახელმწიფო მუზეუმიდან. თბილისში შეიქმნა ნახატების სერია: "ავტოპორტრეტი", "შოთა რუსთაველი", "თამარისა და რუსთაველის გაბაასება". 

წყარო: ქართველი მხატვრები და თბილისი/ გ. კალანდია. - თბ., 2014. - გვ. 26


გააზიარე: