The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოტო სიმენსი

ოტო სიმენსი
სხვა სახელი:ოტო ფონ სიმენსი
დაბადების თარიღი:1836
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 1871  (35 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, ქ. თბილისი
კატეგორია:ბიზნესმენი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

სწავლობდა ქ. გეტინგენში. ტექნიკური განათლების მისაღებად ლონდონში გაემგზავრა, სადაც ლითონების დნობის ტექნოლოგიას დაეუფლა.

უფროსი ძმის ვერნერის რჩევით თბილისში ჩამოვიდა; ვალტერ სიმენსის გარდაცვალების შემდეგ 1968 წლის დეკემბერში სათავეში ჩაუდგა "სიმენსი და ჰალსკეს" წარმომადგენლობას; იგი პრუსიის კონსულად დანიშნეს; ჩაება კახეთში ნავთობის მოპოვების საქმეს; შეიმუშავა სხვადასხვა წინადადება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან ასფალტის მიღება-გამოყენების, თბილისის წყლით მომარაგებისა და ქუჩების განათების შესახებ; აქტიურად მონაწილეობდა "რუსეთის ტექნიკური საზოგადოების" კავკასიის განყოფილების მუშაობაში, რომელსაც ცნობილი მეცნიერ-ინჟინერი მიხეილ გარსევანიშვილი ხელმძღვანელობდა; მან გაიცნო თბილისის ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: კ. მამაცაშვილი, გეოლოგი გ. წულაძე, ნ. სტატკოვსკი (საქართველოს სამხედრო გზის რეკონსტრუქციის პროექტის ავტორი), "კავკასიის გეოლოგიის მამა" ჰ. აბიხი და სხვა. ქართველ მოღვაწეებთან ერთად ქველმოქმედებასაც ეწეოდა; 1870 წლის 17 მაისს მან თბილისში იქორწინა ანეტე ფონ კრემერზე; "რუსეთის ტექნიკურმა საზოგადოებამ" საქართველოში მის მოღვაწეობას საგანგებო სხდომა მიუძღვნა, რომელზედაც მოხსენებით გამოვიდა კავკასიის განყოფილების თავმჯდომარე მ. გარსევანიშვილი; 1861 წელს დაიცვა დისერტაცია ქიმიის დარგში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.829; სპუტნიკი-საქართველოს ვებგვერდი: sputnik-georgia.comწყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ. 243


გააზიარე: