The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ შარაშიძე

ვასილ შარაშიძე
დაბადების თარიღი:19??
გარდაცვ. თარიღი:1955
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

წარმატებით მოღვაწეობდა რუსეთის საოპერო სცენაზე; 1916–1917წწ. იყო ქ. ბაქოს, 1917–1920წწ. ქ. სარატოვის, 1920–1922წწ. ქ. მოსკოვის ზიმინის სახელობის, 1922–1944წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: აბიო–მეფე, ენგიჩარი(ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "ლატავრა"), მგოსანი, მეფე(დ. არაყიშვილი "თქმულება შოთა რუსთაველზე", "დინარა, ანუ სიცოცხლე სიხარულია", 1927, პრემიერა), მეფე–გიორგი(მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი", 1937, მოსკოვი, ქართული ხელოვნების დეკადა),  მაკარი, როსტომი(ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე",
ლეილა", 1927, პრემიერა), თავადი(ა. ანდრიაშვილი "კაკო ყაჩაღი", 1940, პრემიერა); სხვა რეპერტუარი: რამფისი(ვერდი "აიდა", 1934, ქართულ ენაზეც), მეფისტოფელი(გუნო "ფაუსტი"), ცუნიგა(ბიზე "კარმენი"), ნილაკანტა(დელიბი "ლაკმე"), კარდინალი(ჰალევი "რახილი"), მეფე(ვაგნერი "ლოენგრინი"), ბაზილიო(როსინი "სევილიელი დალაქი", ქართულ ენაზეც), ბორისი, პიმენი, ვარლაამი(მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), იგორი, კონჩაკი, გალიცკი(ბოროდინი "თავადი იგორი"), სობაკინი(რიმსკი–კორსაკოვი "მეფის საცოლე"), გრემინი, კოჩუბეი(ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"), მეწისქვილე(დარგომიჟსკი "ალი"), ტარასი(ლისენკო "ტარას ბულბა"); საოპერო მომღერალი, ბანი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 516

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: