შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტიციან შარაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჩოხატაური. დაამთავრა ქ. ქუთაისის გიმნაზია; სწვლობდა ქ. კიევის უნივერსიტეტში(სამედიცინო); 1923 წელს მიავლინეს ქ. მოსკოვში, სადაც 1926 წელს დაათავრა ვ. მჭედლიშვილის სახელმწიფო სტუდია. მონაწილეობდა ქ. ბათუმის საოპერო დასში; 1926–1927წწ. იყო ქ. მოსკოვის დიდი თეატრის ჯერ რეჟისორის ასისტენტი, შემდეგ 1927–1940წწ., 1945–1953წწ. დამდგმელი რეჟისორი; 1940–1945წწ. ქ. აშხაბადის(თურქმენეთი) ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი; 1935–1941წწ., 1945–1955წწ. ქ. მოსკოვის კონსერვატორიის საოპერო სტუდიისა და საოპერო კლასის რეჟისორი, დოცენტი(1935); განახორციელა 20–მდე საოპერო დადგმა, მათ შორის მოსკოვის დიდ თეატრში: ვერდი "რიგოლეტო", "ტრუბადური", დელიბი "ლაკმე", ჩაიკოვსკი "იოლანტა", რუბინშტეინი "დემონი", ნაპრავნიკი "დუბროვსკი", ჟელიაბინსკი "დედა"; ქ. აშხაბადში: კულიევი და შეხტერი "იუსუფი და ახმედი", სპენდიაროვი "ალმასტი", ვასილენკო "მზის შვილი"; საოპერო მომღერალი, ბარიტონი, რუსეთში მოღვაწე საოპერო რეჟისორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 516
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |