შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაქსიმე შარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, თერჯოლის რაიონი 1882 წელს დააარსა "მართლმადიდებელი ძმების წიგნის საკითხავი კაბინეტი", რომლის მიზანი იყო საქართველოში განათლების გავრცელება და საეკლესიო გალობის შესწავლა; შედეგად "კაბინეტი" ქართული გალობის გადარჩენის ცენტრად გარდაიქმნა; ეწეოდა ქართული საგალობლების შეგროვება–ჩაწერას; 1886–1900წწ. იყო გაზეთ "ივერია"–ს ექსპედიტორი, ხაზინადარი, ი. ჭავჭავაძის მოურავი; 1890 წელს დააარსა სტამბა "მაქსიმე შარაძე და ამხანაგობა", სადაც 1891–1900წწ. იბეჭდებოდა გაზეთი "ივერია", "ცნობის ფურცელი", "საქართველოს კალენდარი"; 1891 წელს შარაძემ (ი. ჭავჭავაძისა და ალ. ხახანაშვილის დახმარებით) მოსკოვიდან ჩამოატანინა ნოტების ასაწყობი შრიფტი, ეს იყო ნოტების ასაწყობი შრიფტის პირველი შემოსვლა საქართველოში(1895); მან გამოსცა ფ. ქორიძის მიერ ჩაწერილი ქართული გალობის ნიმუშები; 1895 წელს სტამბამ გამოსცა საგალობელთა 5 კრებული; მუსიკალურ–საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 516
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |