The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაქსიმე შარაძე

მაქსიმე შარაძე
დაბადების თარიღი:1859
გარდაცვ. თარიღი:11 მარტი, 1908  (49 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, თერჯოლის რაიონი

1882 წელს დააარსა "მართლმადიდებელი ძმების წიგნის საკითხავი კაბინეტი", რომლის მიზანი იყო საქართველოში განათლების გავრცელება და საეკლესიო გალობის შესწავლა; შედეგად "კაბინეტი" ქართული გალობის გადარჩენის ცენტრად გარდაიქმნა; ეწეოდა ქართული საგალობლების შეგროვება–ჩაწერას; 1886–1900წწ. იყო გაზეთ "ივერია"–ს ექსპედიტორი, ხაზინადარი, ი. ჭავჭავაძის მოურავი; 1890 წელს დააარსა სტამბა "მაქსიმე შარაძე და ამხანაგობა", სადაც 1891–1900წწ. იბეჭდებოდა გაზეთი "ივერია", "ცნობის ფურცელი", "საქართველოს კალენდარი"; 1891 წელს შარაძემ (ი. ჭავჭავაძისა და ალ. ხახანაშვილის დახმარებით) მოსკოვიდან ჩამოატანინა ნოტების ასაწყობი შრიფტი, ეს იყო ნოტების ასაწყობი შრიფტის პირველი შემოსვლა საქართველოში(1895); მან გამოსცა ფ. ქორიძის მიერ ჩაწერილი ქართული გალობის ნიმუშები; 1895 წელს სტამბამ გამოსცა საგალობელთა 5 კრებული; მუსიკალურ–საზოგადო მოღვაწე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 516



გააზიარე: