The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აკაკი სიხარულიძე

აკაკი სიხარულიძე
Date of birth:1958  (67 years)
Category:Journalist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1982 წელს.

მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ცენტრალურ აპარატში - ხელმძღვანელობდა ახალგაზრდული და საყმაწვილო ჟურნალ-გაზეთების, ტელერადიოგადაცემათა რედაქციების სექტორს; 1987 წლიდან ჟურნალისტთა ფედერაციაშია (ყოფილი კავშირი); რედაქტორობდა გაზეთ "საქმეს"; 1994 წელს გამოსცა აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნი "უკვდავება"; 1993 წელს ჩამოაყალიბა ეროვნული თანხმობის დარბაზი; 1997 წელს საფუძველი ჩაუყარა ქართული ჟურნალისტიკის დღის (21 მარტი) აღნიშვნის ტრადიციას; არის ჟურნალების "ჟურნალისტისა" და "მომხმარებლის არჩევანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; საერთაშორისო ჟურნალისტიკის, სამართლისა და ბიზნესის ინსტიტუტის დამაარსებელი, მისი რექტორი; 2013 წელს დაინიშნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად; ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.833; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.397

Member of Organizations

  • ჟურნალისტთა კავშირების საერთაშორისო კონფედერაცია, ვიცე-პრეზიდენტი (1997-)
  • ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია, წევრი (1990-)
  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია , თავმჯდომარე (1992-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, აქტუალური, ცხოვრებისეული თემების მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმოჩენაში, აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა პროფესიული კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის

Share: