შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიზო სიხარულიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1952 წელს. მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში მსახიობად; 1953-1955წწ. - თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1955-1967წწ. - თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1967-1975წწ. - რუსთაველის თეატრში, ხოლო 1975 წლიდან კვლავ თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობია; ძირითადად ასრულებდა სახასიათო როლებს; მისი საშემსრულებლო მანერა გამოირჩეოდა სცენური სიმართლითა და უბრალოებით, ლირიზმით. საუკეთესო როლები: მირანგულა (გ. ჩიტაიშვილის "მირანგულა"), არტური (ე. ლ. ვოინიჩის "კრაზანა"), პაპა გაბო (ა. აღლაძის "შავთვალა გოგონა"), გია (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), ყრუ (ნ. ჰიქმეთის "დამოკლეს მახვილი"), კოხტაია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ინკვიზიტორი (ჟ. ანუის "ჟანა დ არკი"), მსახიობი (ე. დე ფილიპოს "კომედიის ხელოვნება"), კოსტილიოვი (მაქსიმ გორკის "ფსკერზე"), ტიბორცი (ი. კატონას "ბანკ ბანი") და სხვა. მას გამორჩეული ადგილი ეკავა მხატვრული კითხვის ჟანრში; მუშაობდა აგრეთვე საქართველოს რადიოსა და ტელევიზიაში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.833 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |