The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნარა სიხარულიძე

დაბადების თარიღი:1951  (74 წლის)
კატეგორია:არტისტი, მოცეკვავე

ბიოგრაფია

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში 1961-1969წწ. (ვ. ჭაბუკიანის კლასი. ქართულ ცეკვას ასწავლიდა ს. ნონიაშვილი).

1868 წელს (ჯერ კიდევ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მოსწავლემ) მუშაობა დაიწყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში (ახლანდელი ი. სუხიშვილის საელობის "ქართული ნაციონალური ბალეტი"). შეასრულა ანსამბლის რეპერტუარის მრავალი წამყვანი პარტია ცეკვებში: "ყარაჩოხელი", "ებრაული", "ბერძნული", "აზერბაიჯანული", "სომხური", "აფხაზური", "ხევსურული" და სხვა. 1982 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1996 წლიდან - საქართველოს კულტურის ინსტიტუტში; 1999 წელს დატოვა ანსამბლი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.833; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.283

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1986 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: